მსოფლიოკრიმინალი

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში ჩეჩნებსა და ქართველებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში ჩეჩენ და ქართველ მოქალაქეებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. თურქული გამოცემა „ჰურიეთის“ ცნობით, ინციდენტი ბაშაქშეჰირში მოხდა.

დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაპირისპირება მაღაზიასთან დაიწყო და ჩხუბში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების ცნობით, ჩხუბი ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის ვალის გამო მოხდა. ამჟამად დაღუპულების იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close