ხელოვნება

თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში მე-10 ნომრად იმღერებს

2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ქვეყნების რიგითობა ცნობილია. Eurovision.tv-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი კონკურსანტი თორნიკე ყიფიანი კონკურსის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 20 მაისს, მე-10 ნომრად იმღერებს.

კონკურსანტების რიგითობას ევროფესტივალის პროდიუსერები ადგენენ.

თორნიკე ყიფიანი საქართველოს სიმღერით You  წარადგენს. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს – როკი, პოპ-როკი და ბლუზ-როკი.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერის არანჟირება „ბრავო რექორდსში“ გაკეთდა და მასზე, თორნიკე ყიფიანთან ერთად, ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდნენ გორის გოგონათა გუნდი, მარიკო ლეჟავა, მარიამ შენგელია და ალეკო ბერძენიშვილი.

წლევანდელ მასშტაბურ კონკურსს როტერდამი 18, 20 და 22 მაისს უმასპინძლებს. ორივე ნახევარფინალის და ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close