შეუცნობელი

„ავი თვალი“ და ჯადო – როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი არაკეთილმოსურნეებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა.

ბუნებრივი ქვების მისტიკური და სამკურნალო თვისებების შესახებ შუასაუკუნეების მოკლე ენციკლოპედიებში წერდნენ. მინერალური ქვების საიდუმლო ძალას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ძველი შუმერები, ბაბილონელები და ეგვიპტელები.

დამცავი ქვის შერჩევის რამდენიმე ხერხი არსებობს: დაბადების დღის, ზოდიაქოს ნიშნის, დაბადების თვის, სამედიცინო ჩვენების მიხედვით და ა.შ., თუმცა არსებობს უნივერსალური ქვებიც, რომლებიც ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის საუკეთესო დამცველები არიან.

შავი ონიქსი

შავი ონიქსი ძლიერი დამცავი ენერგეტიკით გამოირჩევა. ის „ავ თვალს“ უკან უბრუნებს გამომგზავნს და ელექტრონული მოწყობილობების უარყოფით ენერგიას განმუხტავს.

შავი ონიქსის ტარებას ურჩევენ ადამიანებს, რომლებიც ძლიერი ნებისყოფითა და სულიერი სიმხნევით გარშემომყოფთა შურს იწვევენ.

 

 

ის ადამიანს აზროვნებაში ეხმარება, ამიტომ სასურველია, რომ შავი ონიქსი საქმიანმა ადამიანებმა და სტუდენტებმა ატარონ.

ონიქსით დამშვენებული სამკაულის უცნობი პირისგან მიღება სასურველი არ არის, რადგან ძლიერი დამცველის ნაცვლად, ის შეიძლება ნეგატიური ენერგეტიკის მატარებლად მოგევლინოთ.

მალაქიტი

მალაქიტი ულამაზესი ქვაა, რომელიც ადამიანს „ავი თვალისა“ და განსაცდელისგან იცავს. ასევე, სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ ხშირად მალაქიტისგან ბავშვებისთვის სამაჯურებს აკეთებენ.

ეზოთერიკოსების თქმით, მალაქიტი სიყვარულსა და კეთილდღეობას იზიდავს, ამიტომ მის ტარებას მარტოხელა ადამიანებს ურჩევენ.

ეს მრავალფუნქციური ქვაა, რომელიც აუცილებელი არ არის, თან ატაროთ და საკმარისია სახლში გქონდეთ, როგორც ნეგატიური ენერგეტიკისგან დამცავი თილისმა.

ამბობენ, რომ ოჯახში, სადაც მალაქიტია, იშვიათად ჩხუბობენ.

ვეფხვის თვალი

ვეფხვის თვალი ყველაზე გავრცელებული დამცავი ქვაა, რომელსაც ნეგატიური ენერგეტიკის წინააღმდეგ უძველესი დროიდან იყენებენ.

ვეფხვის თვალი ცოლქმრული და ოჯახური ურთიერთობების მცველია, ამიტომ ხშირად მის ტარებას გათხოვილ ქალებს ურჩევენ.

ზოგჯერ, დიდი ოდენობით ნეგატიური ენერგეტიკის დაგროვებისას, ქვა შეიძლება გასკდეს. ასეთ შემთხვევაში მისი ნაგავში გადაგდება სასურველი არაა. ის, უბრალოდ, მიწაში უნდა დამარხოთ.

ქრიზოკოლა

მიუხედავად იმისა, რომ ქრიზოკოლა ნაკლებად ცნობილი ქვაა, ის მინერალების მოყვარულებში პოპულარობით სარგებლობს. ქრიზიკოლას შეუძლია, ადამიანი შურისა და ცუდი ზრახვებისგან დაიცვას.

ქრიზოკოლა ებრძვის ფობიებს და ცუდ სიზმრებს.

მის ტარებას ურჩევენ ადამიანს, რომელსაც ხშირად საჯარო გამოსვლები და გარშემომყოფთა შურიანი მზერის არიდება უწევს.

ავანტიურინი

ავანტიურინი საკმაოდ ძლიერი ქვაა, რომელიც აუმჯობესებს შემოქმედებით პოტენციალსა და განწყობას. ავანტიურინი იმდენად ლამაზია, რომ პირველივე დანახვისას უყვარდებათ.

ასტროლოგები მას წმინდა და მარადიულ სიყვარულთან აკავშირებენ. ავანტიურინი თავის მფლობელს ჯადოსა და ავი თვალისგან იცავს და სიყვარული, ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა მოაქვს.

ის მწერლების, მუსიკოსების, მხატვრების, მსახიობებისა და სხვა სახელოვნებო სფეროების წარმომადგენელთა ერთგული თანამგზავრია.

ავანტიურინი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის სისტემის სამკურნალოდ. მაღალი წნევის, ანგინის, ბრონქიტის, ალერგიისა და ასთმის დროს.

* * *

ზემოჩამოთვლილის გარდა ბუნებაში კიდევ უამრავი დამცავი ქვა და მინერალი მოიპოვება:
ამეთვისტო, ჩაროიტი, მთის ბროლი, ჰემატიტი, ლაზურიტი, ობსიდიანი, ფირუზი და ა.შ.

გახსოვდეთ: „ბუნებრივი მცველები“ პერიოდულად უნდა მოიხსნათ და „დაასვენოთ“, რათა დაგროვილი ნეგატივისგან გასუფთავდეს და დადებითი ენერგეტიკით დაიმუხტოს.

funtime.ge

დამატებითი ინფორმაცია: ძველი ჩინელების რწმენით, მწვანე ავანტიურინი წმინდა ქვა იყო, ამიტომ მისგან დაამზადეს იმპერატორის სახელმწიფო ბეჭედი.

მიიჩნეოდა, რომ ეს ქვა ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერების გაწმენდას ნერვული აშლილობებისგან, მძიმე, შფოთიანი აზრებისგან, იცავს მას არასწორი ქმედებების ჩადენისგან.

ამავე თემაზე: ქვები, რომლებიც  შურისა და უარყოფითი ენერგიისგან დაგიცავენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close