ევროკავშირის ბლოკის ქვეყნები COVID-ვაქცინაციის ტემპის გაზრდას რუსული Sputnik V-ით აპირებენ, რადგან ჯამში 450 მილიონამდე ადამიანია ასაცრელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული ვაქცინები უკვე შეიძინეს. ავსტრია და ჩეხეთი ინტერესს ღიად გამოხატავენ, ხოლო იტალია განიხილავს, რომ ქვეყნის უდიდესი ვაქცინის საწარმო Sputnik V-ის წარმოებისთვის გამოიყენოს.
ამასთან, Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის ბლოკის ქვეყნების მიერ Sputnik V-ის გამოყენების აქტიური დაწყება შესაძლოა რუსეთის დიპლომატიურ ტრიუმფად გადაიქცეს და ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაწესებული სანქციების მოხსნის წინაპირობაც კი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ევროკავშირმა საჯაროდ უარყო რუსეთის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური განაწილების კამპანია და მას პროპაგანდისტული სვლა უწოდა.
bm.ge
კომენტარები