ისტორიასაბერძნეთისაგამოცდო თემები

საბერძნეთის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონები – მიმოხილვები მოქალაქეობის მოპოვების მსურველთა გამოცდისთვის მოსამზადებლად

საბერძნეთის გეოგრაფიული რეგიონები (Γεωγραφικά διαμερίσματα της Ελλάδας) არის ტერიტორიები, რომლებსაც საერთო გეომორფოლოგიური და ისტორიული მახასიათებლები აქვს. გეოგრაფიულ რეგიონებს არ გააჩნიათ ადმინისტრაციული დატვირთვა.

სულ საბერძნეთში 9 გეოგრაფიული რეგიონი არსებობს, ესენია:

ეპიროსი (Ήπειρος), ისტორიული რეგიონი ქვეყნის დასავლეთში, რომლის მთავარი ქალაქია იოანინა (იანინა) (Ιωάννινα);

თესალია (Θεσσαλία) – ცენტრი ლარისა (Λάρισα);

თრაკია (Θράκη) – მთავარი ქალაქი კომოტინი (Κομοτηνή);

კუნძული კრეტა (Κρήτη) – ცენტრი ჰერაკლიონი (Ηράκλειο);

კარგად ცნობილი ისტორიული ოლქი, ალექსანდრე მაკედონელის სამშობლო მაკედონია (Μακεδονία), დედაქალაქით თესალონიკი (Θεσσαλονίκη);

ეგეოსის ზღვის კუნძულები (Νήσοι Αιγαίου Πελάγους) ცენტრით – მიტილინი (Μυτιλήνη);

იონიის ზღვის კუნძულები/ეპტანისი (Νήσοι Ιονίου Πελάγους/Επτάνησος), რომლის ცენტრია ქალაქი კერკირა (Κέρκυρα);

პელოპონესი (Πελοπόννησος), ცენტრით – პატრა (Πάτρα) და

სტერეა ელადა (Στερεά Ελλάδα), რომლის მთავარი ქალაქი არის საბერძნეთის დედაქალაქი ათენი (Αθήνα).

გიორგი ჯანელიძე

მსურველებს საგამოცდო საკითხების ნახვა შეუძლიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე, შემდეგ მისამართზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/#topics

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close