ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
თითოეულ ადამიანს აქვს ხასიათის ბნელი მხარეები, რომლებსაც „შინაგანი დემონები“ ეწოდება. ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის დამახასიათებელი ბნელი მხარეები გამოყვეს.
ძლიერ ადამიანებს შესწევთ უნარი, რომ ამ „შინაგან დემონებს“ ებრძოლონ და ბრძნული რჩევები გაითვალისწინონ. რას ამბობენ ექსპერტები ზოდიაქოს ნიშნების შინაგან ბნელ მხარეებზე და რას ურჩევენ მათ ამის დასაძლევად – შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.
ვერძების მთავარი დემონი – ეს ზედმეტობა და ყველაფრის გადაჭარბების სიყვარულია. თქვენ არ იცით საზღვარი არც მუშაობაში, არც დასვენებაში, ცხოვრებით ტკბობასა და გართობაში, ოღონდ არა ერთდროულად, არამედ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. უბრალოდ, არ შეგიძლიათ შეჩერება, როცა ეს აუცილებელია. მეორე მხრივ, სწრაფვა, რომ ყველაფერი ერთად და ერთდროულად ჩაიგდოთ ხელში, თქვენთვის საოცარი მოტივაციის როლს ასრულებს.
კურო
კუროებს ძალიან გეშინიათ მარტო დარჩენის. გეშინიათ, რომ ერთ დღეს ყველა ზურგს გაქცევთ. ამის გამო ხშირად მეგობრობთ პირველ შემხვედრთან იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო ადამიანები იპოვოთ. ადამიანების ასეთი განურჩევლობა ხანდახან განგაშის გრძნობასთან ბრძოლაში გეხმარებათ, მაგრამ ეს არცთუ ხშირად ხდება.
ტყუპი
ტყუპის მთავარი დემონი – ეს თავისუფლებისმოყვარეობაა. ვერ იტანთ, როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, გმართავენ ან გზღუდავენ. ეს დემონი თქვენგან მტკიცე მოქმედებებს მოითხოვს. ხშირად უარყოფთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ.
გიყვართ ჭორაობა და ხმების გავრცელება და ამაში საკუთარ თავსაც კი არასდროს გამოუტყდებით. თქვენთან ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები. მეორე მხრივ, თუ ვინმე ძვირფასია თქვენთვის, მათ შესახებ არასდროს არავის არაფერს არ მოუყვებით.
ლომები „ჩაციკლული“ ხართ იმაზე, რომ ყოველთვის ყველაზე უკეთესი იყოთ. ეს სასარგებლო სწრაფვაა, მაგრამ ხშირად ძალიან შორს „შეტოპავთ“ ხოლმე. ასეთ შემთხვევაბში ყველაფერი გავიწყდებათ და მხოლოდ სამუშაოზე, ბიზნესზე, წარმატებასა და ფულზე ხართ გადართული.
თქვენი მთავარი დემონი პერფექციონიზმია, რომელიც გაკეთებულ სამუშაოში, ადამიანებში, ნივთებში მუდამ რაღაც ნაკლს ეძებს. გიყვართ, როდესაც ყველაფერი წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება. ამ შინაგანი „მეს“ გამო ხშირად გიცრუვდებათ იმედები.
ერთი განსაკუთრებულად აქტიური დემონი გყავთ, რომელსაც ჰქვია „არაუშავს, კარგი“. ამას ხშირად ეუბნებით საკუთარ თავს, როცა რაღაც ცუდი ხდება, ირგვლივ ბევრი სირთულე და პრობლემაა. აზროვნებთ ოპტიმისტურად, რაც კარგია, მაგრამ ხშირად აგებთ იმის გამო, რომ არ აღიარებთ პრობლემის არსებობას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებს.
მორიელი
თქვენი მთავარი დემონი შურისმაძიებლობაა. ბევრი ამბობს, რომ ეჭვიანები ხართ, მაგრამ ეჭვიანობა ხშირად ნორმის ფარგლებს არ სცდება, რასაც ვერ ვიტყვით თქვენს გულღრძოობასა და ბოღმის გულში ჩადებაზე. ხანდახან საკუთარ თავსაც აშინებთ, იმდენად კარგად გახსოვთ ადრინდელი წყენა.
მშვილდოსანი
თქვენი შინაგანი დემონი მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაა. შეგიძლიათ და გიყვართ ურთიერთობების სხვადასხვა დონეზე ადამიანებით მანიპულირება და ამას ისეთი უდიდესი ოსტატობით აკეთებთ, რომ ვერავინ ხვდება.
თქვენი დემონი უნდობლობაა. ამის გამო სწრაფად ვერ პოულობთ სიყვარულს, მეგობრებს. გეშინიათ, რომ მოგატყუებენ ან გიღალატებენ. აფასებთ საკუთარ დროსა და ძალებს, მაგრამ ხშირად ამის გამო მარტოობით ზღვევთ.
თქვენში ეჭვიანი დემონი ზის, რომელიც თავისუფლებას არ აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხართ. „შეშლილი“ ხართ კონტროლზე. გჭირდებათ, რომ ყოველდღე და ყოველწუთს დარწმუნებული იყოთ, რომ ვინც თქვენ გარშემოა, სხვა არავინ ჰყავთ ისეთი, რომლებსაც თქვენნაირად ეპყრობიან. თქვენ გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოთ.
თქვენი მთავარი მტერი და შინაგანი დემონი – ეს სიზარმაცეა. შეგიძლიათ მასთან გამკლავება, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებთ. სიზარმაცე ხშირად გძლევთ და ამის გამო არღვევთ დანაპირებს. შედეგად, ირგვლივ მყოფების თვალში არასაიმედონი მოჩანხართ.
კომენტარები