ტყუპი ძმების ცოლებს ქმრები ეშლებათ – „ხანდახან ვერ ვხვდები, რომელია ჩემი…“ (ვიდეო)
თბილისში მცხოვრებ იდენტურ ტყუპ ძმებს, გელა და გიორგი გოჩიტაშვილებს სამედიცინო თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუძლებელი რამ დაემართათ – გელას ასევე იდენტური ტყუპი: ანიტა და მარიტა შეეძინა.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია და თითქმის 0%-ს უტოლდება.
ამ ამბავს საერთაშორისო გამოხმაურებაც კი მოჰყვა. ერთ-ერთ პუბლიკაციაში სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი ალისონ პაიკი ამბობდა, რომ იდენტური ტყუპი მამრობითი სქესიდან მემკვიდრეობით არ გადადის და თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, ეს მხოლოდ დამთხვევა და გამართლებაა.
როგორც „იმედის დილის“ სიუჟეტში ტყუპი ძმების ცოლები ამბობენ, ხშირად ვერ ხვდებიან, რომელია მათი ქმარი. ძმები ერთ სახლში ცხოვრობენ და ერთ-ერთის ცოლი ამბობს, რომ ხანდახან დედამთილს სთხოვს ხოლმე, რომ მისი ქმრის გარჩევაში დაეხმაროს.
კომენტარები