მსოფლიოსაზოგადოება

ამერიკელთა თითქმის ნახევარს სჯერა, რომ კოვიდ-19 ჩინეთის ბიოლოგიური იარაღია

კოვიდ-19-ზე შეთქმულების თეორიები ამერიკელების დიდ ნაწილზე ახდენს გავლენას. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48% ამბობს, რომ ძლიერ სჯერა, ან ნაწილობრივ ეთანხმება იმ აზრს, რომ კოვიდ-19 ჩინეთის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. ამერიკელების 38% კი ფიქრობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა მანამდეც არსებობდა, მაგრამ ადგილობრივი მთავრობა და ფარმაცევტული კომპანიები მას ხალხს უმალავდნენ.

ეს პროცენტული მონაცემები მართლაც ძალიან მაღალია, თუმცა არა – მოულოდნელი და არც – უპრეცედენტო. პანდემია გლობალურად ჯერჯერობით ისევ აღმავალი ხაზით ვრცელდება, მატულობს მსხვერპლი, ბოლომდე ისევ გაურკვეველი რჩება ახალი კორონავირუსის წარმოშობის გზები, რაც ხელს უწყობს შეთქმულების თეორიების განვითარებას არამარტო ამერიკაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში. ეს ერთიორად ართულებს პანდემიის მართვას.

ამ ყველაფერს გასულ წელს ისიც დაემატა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი დონალდ ტრამპი თავადაც ავრცელებდა მსგავს სიცრუეს და მეცნიერების მიმართ მოსახლეობაში უნდობლობას კიდევ უფრო აღრმავებდა. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მათ შორის, ვინც ინფორმაციას, ძირითადად, კონსერვატორული მიმართულების მედიისგან იღებს, როგორიცაა „ფოქსი“ და „ბრეიტბარტი“, კიდევ უფრო მეტი, 62% ფიქრობს, რომ კოვიდი ჩინეთის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია.

მართალია, შეთქმულების თეორიები გაცილებით უფრო მეტად ვრცელდება კონსერვატორულ მედიაში, ვიდრე ლიბერალურში, მაგრამ ამერიკაში პოპულიზმს იარაღად ორივე პოლიტიკური ძალა იყენებს, ამიტომაც ამ თეორიების მიმართ რწმენა თითქმის ერთნაირად იკვეთება როგორც რესპუბლიკურ, ისე დემოკრატიულ პარტიაში. პოპულიზმი კი, როგორც ადრეული კვლევებიც ადასტურებს, კორელაციაშია შეთქმულების თეორიების განვითარებასთან.

გააგრძელე კითხვა აქ: https://www.amerikiskhma.com/a/galileo-populism-influence-on-covid-19/5783270.html

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close