კრიმინალი

შატილის ტრაგედიის საქმე – რას ჰყვებიან გადარჩენილები და დაღუპულთა ახლობლები (ვიდეო)

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავმტომობილო გზის 64-ე კილომეტრი საბედისწერო აღმოჩნდა. 20 მგზავრიდან 17 ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ასაკით ყველაზე ახალგაზრდა – 19-ის, ყველაზე უფროსი კი 68 წლის იყო. მომხდარს სასწაულებრივად გადაურჩა 3 ტურისტი.

გამოძიებამ მომხდარიდან 6 თვეში ორი ადამიანი დააკავა – ტურის ორგანიზატორი კომპანია შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორი შალვა ბოლოთაშვილი და კომპანიის მიერ დაქირავებული მიკროავტობუსის მესაკუთრე გოჩა გოგილაშვილი. პროკურატურამ მათ პასუხსიმგებლობა დააკისრა იმის გამო, რომ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავი იყო. გაირკვა, რომ გოჩა გოგილაშვილმა მიკროავტობუსი ტექინსპექტირებაზე მიზანმიმართულად არ გაატარა. შესაბამისი დოკუმენტაცია არ მოუთხოვია და არც საკითხით დაინტერესებულა კომპანიის დირექტორი.

„ამ უპასუხისმგებლობით გამოწვეული უმძიმესი ტრაგედია 17 ოჯახს შეეხო. რადიკალურად შეცვალა გადარჩენილი სამი ადამიანის ცხოვრება. ხატია დევსურაშვილმა რამდენიმეთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ გავლა შეძლო. ავარიის შედეგად მას ისეთი სახის მრავლობითი ტრავმები ჰქონდა, რომ მშობლებს მისი ამოცნობა გაუჭირდათ. ხატიას გონებიდან 23 აგვისტოს ყოველი წუთი წაშლილია, – ამბობს „იმედის კვირასთან“ ლიკა სიმონიშვილი – მედეა და ხატია დევსურაშვილების დედა.

მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს არც ნატალია თხელიძეს. თუმცა შემთხვევის გააზრებით გამოწვეული სტრესი ყოვლედღიურად ახსენებს თავს. „ამ ერთმა ტრაგიკულმა ისტორიამ 17 ოჯახი გააერთიანა. შეიწირა ადამიანების სიცოცხლე და თქვა მთავარი სათქმელი – იმისთვის, რომ სახლიდან გასული ადამიანი შინ უვნებელი დაბრუნდეს, იმისთვის, რომ განწირული არ აღმოჩნდეს და იმისთვის, რომ კანონმორჩლების კულტურა კიდევ უფრო განვავითაროთ, აუცილებელია ყველამ ერთად გავიაზროთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა – ეს მთავარი ბერკეტია იმისთვის რომ ჩემი, თქვენი თუ მათი სიცოცხლე დაცული იყოს“, – ამბობს ნატალია თხელიძე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close