კრიმინალისპორტი

სკანდალი 200 მილიონ ევროსთან დაკავშირებით – მადრიდის „რეალი“ ეჭვმიტანილია ფინანსურ თაღლითობაში

მადრიდის „რეალი“ ფინანსური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.

პორტალმა infoLibre-მ Football Leaks-ის დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 2016 წლის ბოლოს დედაქალაქურმა კლუბმა მოლაპარაკებები დაიწყო საინვესტიციო ფონდ Providence-სთან – კლუბის საიმიჯო უფლებების სანაცვლოდ, 10 წლის განმავლობაში 500 მილიონი ევროს მისაღებად. 2017 წელს კონტრაქტი ოთხი წლით 200 მილიონ ევროზე გაფორმდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს თანხა სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციას მოხმარდებოდა.

იტყობინებიან, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობამ ეს გარიგება ფონდის ორ შვილობილ კომპანიასთან გააფორმა, რომლებიც ლუქსემბურგში იყო დარეგისტრირებული და კაიმანის კუნძულებზე განთავსებული. ამ ხერხით „რეალი“ გადასახადების დამალვას ცდილობდა.

ამასთან, კლუბში იცოდნენ, რომ ეს გარიგება შეფასებული იქნებოდა, როგორც თაღლითობა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close