მსოფლიოnews

„ბიბისი“ – რუსეთში ფრინველის გრიპის ერთ-ერთი შტამის ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში ფრინველის გრიპის ერთ-ერთი შტამის ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მეფრინველეობის ფერმაში ფრინველის გრიპის ერთ-ერთი შტამი H5N8 შვიდ თანამშრომელს გამოუვლინდა, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ.

რუსეთის მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა პოპოვას თქმით, ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ყველა საჭირო ზომა დაუყონებლივ იქნა მიღებული. მისი თქმით, ადამიანებს შორის ინფექციის გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც პოპოვამ აღნიშნა, ინფიცირების შემთხვევის შესახებ უკვე ეცნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

როგორც „ბიბისი“ წერს, ფრინველის გრიპის სხვა შტამებით ადამიანები იშვიათად ინფიცირდებიან, თუმცა ეს H5N8 შტამის გამოვლენის პირველი შემთხვევაა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close