საბერძნეთის ქართული დიასპორისთვის შემეცნებითი-გასართობი გადაცემა იწყება: „ჩემი სტუმარი“ – მათრობელა შოუში
საბერძნეთის ქართული დიასპორის ბაზაზე პირველად იწყება შემეცნებითი-გასართობი ხასიათის გადაცემა „ჩემი სტუმარი“ – მათრობელა შოუში.
გადაცემის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და წამყვანია საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, პროფესიით მსახიობი, წარსულში საქართველოს პირველ არხზე რამდენიმე გადაცემის ავტორი და წამყვანი, ტვ და მასობრივი ღონისძიებების მართვის სისტემის (პროდიუსინგ მენეჯმენტი) სპეციალისტი მამუკა ლიპარტელიანი.
გადაცემის ტექნიკური მხარდამჭერია ათენის TV და ტექნიკური მომსახურების კომპანია gr.video, საეთერო ვიზუალური მხარის უზრუნველყოფას „ბლექსი ფროდაქშენი“ იღებს საკუთარ თავზე, წარმდგენი კი “Styl Kafe”-ი იქნება.
გადაცემის თანაწამყვანია ვანიკო ოსიაშვილი.
.
გადაცემა თამაშის ფორმატით იქნება და ყველა სტუმარი დაჯილდოვდება ფულადი ვაუჩერით.
სტუმარს მოუწევს პასუხი 6 „მათრობელა“ შეკითხვაზე. ამ შოუში მთავარია ექშენი, დინამიკა, სხარტი აზროვნება და ინტრიგა.
შოუთამაშების ჩვენება ზაფხულიდან (სავარაუდოდ, ივნისიდან) დაიწყება გადაცემის Youtube არხზე.
კომენტარები