მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ დემონსტრაციებზე 4000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 4 027 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა „დოჟდი“ ავრცელებს.

ყველაზე ბევრი ადამიანი მოსკოვში გამართულ აქციაზე დააკავეს – 1 155 დემონსტრანტი. „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ აცხადებენ, რომ დაკავებულია ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნია. ასევე, დაკავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

უფლებადამცველები და აქტივისტები დაშავებულების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. თვითმხილველთა მონაყოლის თანახმად, სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებენ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ზაფხულში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს, 17 იანვარს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა შეუაფარდეს. ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ქალაქებში გასულ კვირასაც გაიმართა და ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. რუსეთის ხელისუფლება აქციებს არაკანონიერს უწოდებს. დაკავებულებს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებენ.

1tv.ge

31 იანვარს მთელი რუსეთის მასშტაბით გაიმართა საპროტესტო გამოსვლები დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად. ეკატერინბურგში ქუჩებში გასული ხალხი გაიძახდა: „თავისუფლება ნავალნის!“; ნოვოსიბირსკში დემონსტრანტებს პოლიციამ გადაუკეტა გზა და ხალხი დააკავეს; იაკუტსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები არ შეუშინდნენ ძლიერ ყინვას (-43), ვლადივოსტოკში საპროტესტო აქცია გაყინულ ზღვაზე ცეკვით დაიწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close