დღეს ვაქცინა პოლიტიკურ იარაღად გადაიქცა და ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელშია – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო „კოვაქს“ პლატფორმიდან წელს 1.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა ქვეყანას 3.9 მილიონი დოზა სჭირდება. მისივე თქმით, დღეს ვაქცინა პოლიტიკურ იარაღად გადაიქცა და ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელშია.
მისივე თქმით, ვაქცინების მოსაპოვებლად სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა დაიწყო აგვისტოში, წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა „კოვაქსიდან“, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ, მაგრამ, ჩვენი გეგმით, რომელიც მთავრობის მიერ არის დამტკიცებული, გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, რომლის მოსაპოვებლადაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებლებთან.
ევროკავშირის დაახლოებით 7-8 ქვეყანასთან არის შეპირება, რომ თუ მათ მეტი დოზა აქვთ შეკვეთილი, ვიდრე სჭირდებათ, როდესაც მიიღებენ ჭარბ დოზებს, საქართველოს გადმოუნაწილებენ. სამწუხაროდ, დღეს ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად და არის ჯერჯერობით ძლიერი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის ხელში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები