ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება!!! – ხვალიდან 7-წლიანები უნდა ჩაირთოს!
2021 წლის 19 იანვარს საიმიგრაციო პოლიტიკის სამდივნომ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ყველა დეცენტრალიზებულ ადმინისტრაციას ეძლევა დავალება, შექმნას სათანადო პირობები, იდეალურ შემთხვევაში 2021 წლის 21 იანვრიდან (ანუ ხვალიდან), რათა მოქალაქეებმა და ადვოკატებმა შეძლონ დანიშნონ ჩაბარების თარიღი (რანდევუ) თავიანთი საბუთების ჩასაბარებლად და ბინადრობის უფლებების (ადია დიამონი) გასაკეთებლად.
შესაბამისად, უკვე ხვალიდან ოფიციალურად უნდა გამოვიდეს გადაწყვეტილება თითოეული დეცენტრალიზებული ადინისტრაციიდან, რომელიც მოგვცემს ინსტრუქციას, თუ როგორ მოხდება რანდევუს დანიშვნა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა რანდევუს დანიშვნის მოთხოვნა სწორად იქნას გაკეთებული, რათა თავიდან აიცილოთ დროის დაკარგვა და დაგვიანება.
რჩევაა, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რაც გაქვთ, აქედანვე მოაგვაროთ, რომ ბოლო მომენტში არ მოგიწიოთ სირბილი. მაგალითად შეიძლება საჭირო იყოს რამე დამატებითი საბუთის აღება ან საკონსულოდან ან საქართველოდან და ა.შ.
პაატა სიმსივე, ადვოკატი
ფეისბუქზე: https://www.facebook.com/simsive.paata/posts/745319409698084
კომენტარები