მოდა/სილამაზესაზოგადოება

მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება – „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები

„არ არსებობს იმაზე მძიმე სამუშაო, ვიდრე მთელი დღე, დილის 8:00 საათიდან შუაღამემდე ცდილობდე, ლამაზი იყო“, – ეს ფრაზა მსახიობ მერილინ მონროს ეკუთვნის.

და მაინც, როგორია იყო ლამაზი, ყველას ყურადღებას იქცევდე და მოდუნების საშუალება არ გქონდეს?

იყო ლამაზი – ეს ერთგვარად ჯილდოცაა და წყევლაც – ეს კლიშეა, მაგრამ ფაქტია –  ყველა ლამაზი ქალის შურთ მათსავე სქესის წარმომადგენლებს. ხომ არ დაგავიწყდათ მარიტა, რომლესაც ტალახი ესროლეს ან „მალენა“, რომელიც სილამაზის გამო ქუჩაში სცემეს….

დიახ, ეს თავად ქალებმა ჩაიდინეს, პირველი მათ ისროლეს ლამაზი ქალების წინააღმდეგ, რადგან ქალის სილამაზე ყოველთვის იქცევს დიდ ყურადღებას.

დიზაინერი მაკა ასათიანი ერთ-ერთი ულამაზესი ქალია, რომელიც ყურადღებას ყოველთვის იქცევს და ბევრისთვის ქალის იდეალიც არის.

„დღეს მელიქიშვილზე, „ოცნების“ ოფისის წინ მაკა ასათიანი იჯდა. სასიამოვნო იყო იმის ყურება, როგორ უყურებდნენ ლამაზ ქალს გამვლელები და ლამაზი ქალი როგორ ლამაზად ცდილობდა, არ შეემჩნია ამდენი ცნობისმოყვარე მზერა…“ – წერდა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანა აკობიძე მაკა ასათიანზე.

ტრაგედიები და პირველი ქორწინება

მაკა ასათიანი ცნობილი ოჯახის შვილი გახლავთ, მისი ცხოვრება, სამწუხაროდ, ტრაგედიებითაც იყო სავსე.

მოუკლეს მამა – კახი ასათიანი, მოკლეს ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა – დუდუ დადიანი. ორივე მკვლელობა ბურუსით არის მოცული.

პირველად იქორწინა მერაბ ჟორდანიაზე, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს.

მერაბ ჟორდანიას მაკა ძალიან უყვარდა და მისთვის სიურპრიზებსაც აწყობდა, ერთხელ ვერტმფრენიდან ვარდებიც კი მიმოფანტა ქუჩებში, თუმცა მათი გზები გაიყო.

დიზაინერის გარეგნობას უამრავმა ტრაგედიამ ვერაფერი დაატყო, ის უწინდებურად ლამაზია, თუმცა დაკვირვებული თვალი მის სახეზე სევდასაც ამოიკითხავს.

მეორე ქორწინება

მაკას მეორე მეუღლე კოტე გოგელია იყო.

ის ყოფილი „მხედრიონელი“, ე.წ. ვერის საძმოს წევრი იყო. ამ პერიოდში წამოიწყო მან საქართველოში ნავთობის ბიზნესი. საქართველოდან კოტე გოგელია რუსეთში წავიდა, სადაც კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. ამჟამად კოტე გოგელია ფლობს კომპანია „პროგერტას“, რომლის ტერმინალები ნოვოროსიისკში მდებარეობს.

ასევე, ფლობს კომპანია „კომანდიტსერვისს“, რომელიც ქვანახშირის წარმოებით არის დაკავებული, მას აქვს რამდენიმე კაზინო რუსეთში.

როგორც რუსული გამოცემები წერენ, გოგელიამ რუსული ხელისუფლების ზედა რგოლის წარმომადგენლებთან მეგობრობით გაიკვალა გზა.

საზოგადოებისთვის კოტე გოგელია მაკა ასათიანის მეუღლის სტატუსის გარდა, პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული პარტიის“ სახელით გახდა ცნობილი. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ქართული პარტიის“ საკმაოდ აქტიურ ლიდერად ითვლებოდა. იმ პერიოდში გოგელია ირაკლი ოქრუაშვილის აქტიურ მხარდამჭერად და თანამოაზრედ სახელდებოდა.

მათი ურთიერთობები მაშინ დაიძაბა, როცა გოგელია პარტიიდან გარიცხეს. გადაწყვეტილება „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭომ მიიღო. გოგელიას გარიცხვას წინ უძღოდა სოზარ სუბარის მიერ პარტიის დატოვება. ამ ფაქტს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, თუმცა კულუარებში დაპირისპირების რეალურ მიზეზსაც ასახელებდნენ – „მაესტროს“ 25 %-იანი წილი.

მათ ერთი შვილი, კოსტა გოგელია ჰყავთ.

ბებიობა

ბებიაზე როგორი ქალები გახსენდებათ? მე ხანშიშესული, სხვაზე მზრუნველი, ჩურჩხელებით და ძველი, მათი დროის ისტორიებით შეიარაღებულები.

ჰო, ბებოზე ყოველთვის ასეთი წარმოდგენა მქონდა, მაგრამ როგორია იყო მაკა ასათიანის შვილიშვილი – ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.

ალბათ, დიდი პატივია გერქვას მისი შვილიშვილი… თანაც უეჭველად გენდომება ბებიის გენეტიკაზე წასვლა…

მაკას უფროს ვაჟს, კახი ჟორდანიას და ნანიკო კლდიაშვილს გოგო, პატარა ლეა ჰყავთ, რომელიც 2020 წლის თებერვალში დაიბადა.

კახი და ნანიკო სამი წლის წინ დაქორწინდნენ, ისინი შვეიცარიაში ცხოვრობენ, თუმცა, როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, დროს საქართველოში ატარებენ.

უცნობი ისტორია

ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ესტროს“ ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბაია გა­და­ბა­ძე, რო­მე­ლიც მაკა ასათიანის ახლო მე­გო­ბა­რია, მის შე­სა­ხებ უცნობ ისტორიას იხსენებს.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დს ჟურ­ნა­ლ „თბი­ლი­სე­ლე­ბიდან“:

„კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვით მე და მაკა საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით სხვა­დას­ხვა კი­ნო­ფილ­მის სა­ყიდ­ლად.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კან­ში უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი ჩა­დის და სი­ლა­მა­ზე არ უკ­ვირთ, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დით, ეს იყო სა­ოც­რე­ბა. უცხო ხალ­ხი აჩე­რებ­და მა­კას, კომ­პლი­მენ­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და სუ­რა­თებს იღებ­დნენ მას­თან ერ­თად და უკვე ისე გავ­რცელ­და, ტაქ­სი­ში რომ ჩავ­ჯე­ქით, ტაქ­სის მძღოლ­მა ჰკი­თხა, თქვენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბე­ნო?

სა­ღა­მოს წა­ვე­დით სა­ვახ­შმოდ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და ვხე­დავ, წინა მა­გი­დას­თან სხედან მამაკაცები და ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მი­დის, ფო­ტოს იღებენ მათ­თან.

მივ­ხვდი, რომ სე­ლებ­რი­თე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, ვინ იყ­ვნენ. აღ­ნა­გო­ბის აღნაგობის მიხედვით დავუშვი, რომ ფეხბურთელები იყვნენ. ვართ მე, მაკა, მა­კას მე­უღ­ლე – კოტე და ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი.

უცებ მო­დის რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც მა­კას იც­ნობ­და და რა­ღა­ცას ეუბ­ნე­ბა ფრან­გუ­ლად. მაკა ცოტა გაშ­რა.

ვე­კი­თხე­ბით, რა მოხ­დაო და იმ სუფ­რა­ზე რომ კა­ცია, იმას უნდა მოს­ვლა და კომ­პლი­მენ­ტის თქმა ქალ­ბა­ტო­ნის­თვის, თუ სუფ­რას­თან მსხდო­მი მა­მა­კა­ცე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან წი­ნა­აღ­მდე­გიო. ყველამ კტეს შევხედეთ.

კო­ტე­მაც – არ ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ კომ­პლი­მენ­ტის თქმა უნდა, მე რა მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოო, ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, რომ მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავს და მინდა, ჩემი დიდი მოწონება გამოვხატოო – და­იღ­ვა­რა კომპლიმენტებად, ლამის დაიჩოქა და ჩვენც ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვიყავით.

ეს კაცი იმ მა­გი­დი­დან მო­ვი­და, სა­დაც ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და ვკვდე­ბი ინ­ტე­რე­სით, ვინ არის.

მა­კას ვუ­თხა­რი, და­უ­ძა­ხე რეს­ტორ­ნის მფლო­ბელს, ჰკი­თხე, უნდა „დავ­გუ­გლო“, თო­რემ გავგიჟდები, რომ არ გა­ვი­გო, ვინ არის ეს კაცი-მეთ­ქი.

ვწერ სა­ხელს და გვარს „გუ­გლ­ში“ და ვინ აღ­მოჩ­ნდა? – კლუბ „ბარ­სე­ლო­ნას“ მფლო­ბე­ლი.

მერე კარ­გა ხანს „ბარ­სე­ლო­ნას“ ვე­ძახ­დით მა­კას“, – იხსენებს გადაბაძე.

როგორც მეგობრები ამბობენ, მაკა არამხოლოდ ფიზიკურადაა ლამაზი, მისი სულიც მშვენიერია, შესაბამისად, ამ ორი ფენომენის სინთეზი მას კიდევ უფრო მეტად ლამაზს და მიმზიდველს ხდის.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close