ლიეტუვამ ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს სახელწოდებად „გრუზია“-ს ნაცვლად „საქართველოს“ – ლიეტ. Sakartvelas-ის გამოყენება საბოლოოდ დაამტკიცა.
„სახელმწიფოთა ოფიციალური სახელწოდებების სექციაში წაიშალა სახელწოდება „გრუზია“ და ის „საქართველოთი“ შეიცვალა. ამჟამად ოფიციალური სახელწოდება არის Sakartvelas-ი“, – განაცხადა ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე აუდრის ანტანაიტისმა.
გასული წლის 21 დეკემბერს, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოთა სახელწოდების დოკუმენტიდან სიტყვა „Gruzija“ ამოიღეს და მის ნაცვლად „Sakartvelas“-ი ჩაწერეს.
აუდრის ანტანაიტისმა აღნიშნა, რომ საჭირო გახდა გარდამავალი პერიოდი, რათა შეფასებულიყო ამ სახელის მიღებისთვის საზოგადოების მზაობა. მისივე თქმით, სახელი „Sakartvelas“-ი ძალიან ადვილად დამკვიდრდა ლიეტუვის საზოგადოებაში.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები