საზოგადოებასაქართველო

ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, პასუხი უარყოფითია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

მისი ცნობით, საპატრიარქოდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს სულ 55 ტესტი, მათ შორის, პატრიარქისაც. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ტესტირებები საქართველოს საპატრიარქოში მას შემდეგ ჩატარდა, რაც პატრიარქის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს 9 იანვარს PCR-ტესტირებით კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

ამჟამად შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close