საზოგადოებასაქართველო

თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას

მომღერალი თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას კორონავირუსის დიაგნოზით. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჰოსპიტალში განუცხადეს.

თემურ წიკლაური რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება.

74 წლის მომღერალი უკვე 10 დღეზე მეტია, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი თემურ წიკლაურის ოჯახის წევრებმაც გადაიტანეს, მათ შორის, მისმა მეუღლემ – ლილი ზღვაურმაც.

„ლილიმაც იმკურნალა კლინიკაში, ერთი ხუთი დღე, ალბათ, და უკვე სახლშია. ყველა ოჯახის წევრმა მოიხადა და სირთულეები მარტო თემურს შეხვდა“, – უთხრა „პრაიმამბებს“ გუშინ თემურ წიკლაურის კოლეგამ და მეგობარმა ნუგზარ კვაშალმა.

მისივე თქმით, 3-4 დღეში იტყვიან ექიმები ზუსტ პასუხს. „თუ ასე უკეთესობისკენ წავიდა მკურნალობა, ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა კვაშალმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close