ქართველები უცხოეთშისპორტი

თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ მეორედ დასაჯა

თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დასაჯა. „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს ფულადი ჯარიმა ამჯერად „ომონიასთან“ შეხვედრის 28-ე და 34-ე წუთებზე მომხდარი ინციდენტების გამო დააკისრეს, როდესაც მან თავისი გუნდის ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენა. ეს შეხვედრა მისმა გუნდმა 0:3 წააგო.

ადრე მსგავსი კონფლიქტი თემურ ქეცბაიას თორნიკე ოქრიაშვილთანაც მოუვიდა და ფედერაციამ სათანადო რეაგირების გარეშე არც ის ეპიზოდი დატოვა.

გარდა ამისა, წლევანდელ სეზონში პრესკონფერენციებზე ჟურნალისტების კითხვების იგნორირებისთვის საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ფინანსური სანქცია რამდენჯერმე დაეკისრა. კვიპროსის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „აელს“ 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მეტოქეს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close