fbpx
ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ (ვიდეო)

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. კაპიტოლიუმის პოლიცია დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, შენობაში ყველანაირი გადაადგილება შეზღუდულია. სენატორები, თანამშრომლები და ჟურნალისტები გადასაადგილებლად მიწისქვეშა გვირაბებს იყენებენ.

გამოცემის  ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. რეპორტიორების ცნობით, დაჭრილია ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მომხდარის გამო შეწყდა კონგრესში მიმდინარე სხდომა, რომელზეც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.

„არავითარი ძალადობა. გახსოვდეთ, რომ ჩვენ კანონის და წესრიგის პარტია ვართ“, – მოუწოდა ტრამპმა ტვიტერით თავის მომხრეებს.

„არის გადატრიალების მცდელობა“, – დაწერა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა თავის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

ვაშინგტონის მერმა არეულობის გამო ქალაქში ერთი დღით კომენდანტის საათი გამოაცხადა, 18:00-იდან 06:00 საათამდე.

ამ პერიოდში აშშ-ის დედაქალაქში ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close