დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. კაპიტოლიუმის პოლიცია დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ წერს, შენობაში ყველანაირი გადაადგილება შეზღუდულია. სენატორები, თანამშრომლები და ჟურნალისტები გადასაადგილებლად მიწისქვეშა გვირაბებს იყენებენ.
Video from the chamber. pic.twitter.com/UKF7MScHKN
— Matt Fuller (@MEPFuller) January 6, 2021
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. რეპორტიორების ცნობით, დაჭრილია ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
მომხდარის გამო შეწყდა კონგრესში მიმდინარე სხდომა, რომელზეც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.
„არავითარი ძალადობა. გახსოვდეთ, რომ ჩვენ კანონის და წესრიგის პარტია ვართ“, – მოუწოდა ტრამპმა ტვიტერით თავის მომხრეებს.
I am asking for everyone at the U.S. Capitol to remain peaceful. No violence! Remember, WE are the Party of Law & Order – respect the Law and our great men and women in Blue. Thank you!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 6, 2021
„არის გადატრიალების მცდელობა“, – დაწერა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა თავის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
ვაშინგტონის მერმა არეულობის გამო ქალაქში ერთი დღით კომენდანტის საათი გამოაცხადა, 18:00-იდან 06:00 საათამდე.
ამ პერიოდში აშშ-ის დედაქალაქში ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
Today, I’m ordering a citywide curfew for the District of Columbia from 6:00 p.m. on Wednesday, January 6, until 6:00 a.m. on Thursday, January 7. pic.twitter.com/lp6Pt3DcYC
— Mayor Muriel Bowser (@MayorBowser) January 6, 2021
.
კომენტარები