სპორტი

გიორგი მამარდაშვილი უეფამ 50 რჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა

UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომლიც ევროპის 50 ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშისგან შედგება, ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიცაა.

„გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც უკვე არის საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ძირითადი მეკარე, კარგი რეპუტაცია მოიპოვა უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში შთამბეჭდავი თამაშით“, –  ასე ახასიათებენ uefa.com-ზე მამარდაშვილს.

ევროპის კონტინენტზე ამომავალი ვარსკვლავები uefa.com-ის ჟურნალისტებმა, კორესპონდენტებმა და რედაქტორებმა შეარჩიეს. „საინტერესოა ამ ორმოცდაათიდან რამდენი შეძლებს ჩვენს ალაპარაკებას მომავალ წელს?“ – წერია UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

20 წლის გიორგი მამარდაშვილი ამჟამად თბილისის „ლოკომოტივის“ კარს იცავს.

მამარდაშვილი, როგორც წლის საუკეთესო მეკარე, საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close