კრიმინალისაბერძნეთი
საბერძნეთში ფერმერს საქათმეში დამალული 165 ათასი ევრო მოპარეს
საბერძნეთის ატიკის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე დასახლება კოროპის მცხოვრებ ფერმერს საქათმეში დამალული 165 ათასი ევრო მოპარეს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
მეპატრონეს ყველის უჟანგავი ფოლადის ბიდონში მოთავსებული მთელი თავისი დანაზოგი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთზე მდებარე საქათმეში მიწაში ჰქონდა დამარხული. უცნობია, როდის დამალა თანხა ფერმერმა, მაგრამ როდესაც თავისი შვილისთვის ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვა გადაწყვიტა, აღმოაჩინა, რომ მისი დანაზოგი ვიღაცას მოუპარავს.
უცნობია, ვინ და როგორ გაიგო ფულის ადგილსამყოფელი. ფერმერმა პოლიციას ორი ეჭვმიტანილის მონაცემები გადასცა. მიმდინარეობს გამოძიება.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები