პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში ხვალიდან ისევ მკაცრი ლოქდაუნი იწყება

2 იანვარს, დილით საგანგებო განცხადება გააკეთა საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა სტელიოს პეცასმა, რომელმაც საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რომ 3 იანვრიდან ქვეყანაში კვლავ შეიზღუდება ის საქმიანობები, რომლებიც დაშვებული იყო საშობაო და საახალწლო საზეიმო დღეებში. ლოქდაუნი, სულ ცოტა, ერთი კვირა, 11 იანვრამდე გაგრძელდება.

კერძოდ, კვლავ აიკრძალება საპარიკმახეროების, ესთეტიკის ცენტრების, წიგნის მაღაზიებისა და საგარეუბნო ტრანსპორტის ფუნქციონირება. სავაჭრო ცენტრებს აღარ შეეძლებათ ე. წ. click away (კლიენტის წინასწარი შეკვეთის მაღაზიის სპეციალური ფანჯრიდან გაცემა) მომსახურების გაწევა.

კვლავ იკრძალება ქუჩაში გადაადგილება საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. ეკლესიებში ლიტურგიები მრევლის გარეშე ჩატარდება.

როგორც მთავრობის სპიკერმა განაცხადა, ხელისუფლების მიზანია აღკვეთოს ვირუსის გავრცელება სასწავლო პროცესის დაწყების წინ.

შეზღუდვები ძალაში იქნება 11 იანვრამდე. სწორედ ამ დღეს არის დაგეგმილი სასწავლო პროცესის განახლება ყველა სახის სკოლებში.

იანვრის პირველი დეკადის განმავლობაში ხელისუფლება გააანალიზებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გადაწყვეტს, შეზღუდვები გაგრძელდება თუ გაუქმდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close