სპორტი

პელეს ლეგენდარული გოლი კომპიუტერული სიმულაციით აღადგინეს (ვიდეო)

ლეო მესის მიერ ერთ კლუბში გატანილი გოლების მიხედვით პელეს რეკორდის დამხობამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ოფიციალურად არგენტინელს „ბარსელონას“ მაისურით 644 გოლი აქვს გატანილი, პელემ კი „სანტოსის“ მეტოქეები 643-ჯერ დაამწუხრა. მესის რეკორდიდან რამდენიმე დღეში „სანტოსმა“ განაცხადა, რომ „ფეხბურთის მეფეს“ მათ შემადგენლობაში 1091 გოლი აქვს გატანილი, ამხანაგური მატჩებისა და ტურნირების ჩათვლით.

პელეს დროს მატჩების ვიდეოგადაღება იშვიათად ხდებოდა, ამიტომ ლეგენდარული ბრაზილიელის თამაშის კადრები უხვად ნამდვილად არაა შემორჩენილი. თვითონ პელეს აზრით, კარიერაში საუკეთესო გოლი მან 1959 წელს „ატლეტიკო იუვენტუსს“ გაუტანა, თუმცა თავად პელეს აღწერის მეტი ამ გოლზე არაფერი ვიცით.

გასულ წელს სწორედ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს მონათხრობის მიხედვით ეს გოლი კომპიუტერული სიმულაციით „გააცოცხლეს“.

live.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close