იტალიაში მოკლული „კანონიერი ქურდის“ ხსოვნის აღსანიშნავ თავშეყრას სასაფლაოზე გარჩევა და სროლა მოჰყვა
სისხლიანი დაპირისპირება დიდი დიღმის სასაფლაოზე, სადაც ორი ადამიანი დაჭრეს, 24 წლის ე.წ. კანონიერი ქურდის გიორგი ბურდულის, იგივე გიორგი დიდუბსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ თავშეყრას უკავშირდება.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დიდი დიღმის სასაფლაოზე ოთხჯერ გაისროლეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავშეყრაზე მყოფმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და იქ მყოფთაგან ორი ადამიანი დაჭრა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ახლომახლო მცხოვრებლებმა „მთავარს“ უთხრეს, რომ შესაძლოა, სროლა ორმხრივი იყო.
გიორგი დიდუბსკი 2014 წელს ნეაპოლში მოკლეს. თავის საცხოვრებელ ბინაში, კომპიუტერთან მჯდომ ბურდულს სნაიპერმა ფანჯრიდან ესროლა. ტყვია მას თავში მოხვდა. თბილისელი გიორგი ბურდული, საქართველოს სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდეგ, 2013 წლის ივნისში საბერძნეთში „მოინათლა“. მისი მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად კრიმინალურ კლანებთან კონფლიქტი სახელდება.
mtavari.tv
კომენტარები