მედიცინამსოფლიოიტალია

კორონავირუსის „ინგლისური“ შტამი იტალიაში ერთ პაციენტს დაუდასტურდა – იტალია დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას აჩერებს

Covid-19-ის „ინგლისური ვერსია“, რომელიც 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, კონტინენტზე ახალ რელობას ქმნის, ამიტომ, პრაქტიკულად, მთელმა ევროპამ, იტალიის ჩათვლით, გადაწყვიტა, შეაჩეროს ავიარეისები დიდ ბრიტანეთთან… თუმცა ვირუსის ახალი მუტაცია უკვე ვრცელდება კონტინენტზე: 20 დეკემბერს საღამოს იტალიამ განაცხადა, რომ ახალი მუტაციის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოავლინა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

„პაციენტი და მისი პარტნიორი რამდენიმე დღის წინათ დაბრუნდნენ დიდი ბრიტანეთიდან თვითმფრინავით, რომელიც რომის აეროპორტ ფიუმიჩინოში დაჯდა. ისინი ცალკე კამერაში იმყოფებიან და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა პროცედურა ჩავატარეთ“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იტალიამ დიდ ბრიტანეთთან ფრენები  6 იანვრამდე შეჩერა. ლონდონიდან ბოლო თვითმფრინავი 20 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში დაეშვა რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ბოლო რამდენიმე კვირაა ცირკულირებს, დანიაში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში და, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ახალ ვირუსს ვერ აკონტროლებენ. მისი თქმით, მართალია ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში და მომაკვდინებელი არ არის.

„ჩვენ მტკიცედ და სწრაფად ვმოქმედებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ვირუსის კონტროლს ვერ ვახორციელებთ. ჩვენ ის აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ, – განაცდა მეთ ჰენკოკმა. – ამის მიღწევის ერთადერთი გზა სოციალური კონტაქტების შეზღუდვაა, ხოლო იქ, სადაც შეზღუდვების მეოთხე დონე მოქმედებს, ყველა ისე უნდა მოიქცეს, თითქოს მათ უკვე აქვთ ვირუსი. სწორედ ასე შევძლებთ ვირუსის გაკონტროლებას და ადამიანების დაცვას“.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება, მისი გაკონტროლება ვაქცინის მიღებამდე რთული იქნება.

ევროკავშირის ექსპერტები აცხადებენ, რომ არსებული ვაქცინები Sars-CoV-2-ის ახალი შტამების მიმართაც ეფექტიანი იქნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close