საზოგადოებასაქართველო

პენსიონერმა ხელვაჩაურიდან ლატარიაში 20 ათასი ლარი მოიგო

პენსიონერ ზურაბ ზაქარაძეს ხელვაჩაურში უკვე ყველა იცნობს, მისი ამბავი იქ ელვის სისწრაფით გავრცელდა და ყველამ ლატარიის თამაში დაიწყო. ლატარიის თამაში, რადგან სწორედ ლატარიის წყალობით გახდა ხელვაჩაურში ზურაბ ზაქარაძე ყველაზე პოპულარული ადამიანი. 

მან ერთ ჩვეულებრივ დღეს, უბნის სასურსათო მაღაზიაში მომენტალური ლატარია „შვიდიანი’“ შეიძინა, რის შემდეგაც  მისთვის წარმოუდგენელი ამბავი მოხდა – მან 20 000 ლარი მოიგო.

„ისეთი შოკი მივიღე, ეხლაც ჯერ ვერ გამოვსულვარ, ცხოვრებაში იმდენი სიმწარე ვნახე, ალბათ მაღალმა ღმერთმა ამ მოგებით ჩემი დაწყნარება სცადა“, – ამბობს იგი. ზურაბ ზაქარაძეს მოგებული თანხა უკვე მისთვის სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხა, ჯერ კიდევ არ იცის, რაში დახარჯავს მოგებულ ფულს, თუმცა იცის, რომ გაუფრთხილდება და დაზოგავს, შვილიშვილებსაც  გაახარებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close