ჰოროსკოპი

21 დეკემბერს ზეციური კარიბჭე იხსნება – მოვლენა, რომელიც 2000-3000 წელიწადში ერთხელ ხდება

ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წლევანდელი 21 დეკემბერი.

მიხეილ ცაგარელი:

21 დეკემბერს ხდება მოვლენა, რომელიც 2000-3000 წელიწადში ერთხელ ხდება, იხსნება ზეციური კარიბჭე ანუ ხდება კვანტური გადასვლა ახალ ვიბრაციულ მუხტზე. კაცობრიობა აქამდე გარკვეულ სიხშირეებზე ცხოვრობდა. არსებობს სიხშირეების ველი, შკალა, რომელიც იზომება და აქამდე იყო 20 ჰერცი, ბოლო პერიოდში აიწია 30 ჰერცამდე, 21 დეკემბერს კი მიაღწევს 41 ჰერცს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანების სხვადასხვა თვისება გარკვეულ სიხშირულ მონაცემს შეიცავს, მაგალითად, შიში – 0,2 ჰერცს, ბრაზი – 0,6-3,3-მდე, გადამეტებელი სიამაყე – 3.1 ჰერცს, დიდსულოვნება – 95 ჰერცს შეიცავს, ხოლო მადლიერება – 45-ს, თანაგრძნობის უნარი – 150-ს, სიყვარული კიდევ უფრო ზევით ადის.

პოზიტიური ხასიათის შტრიხები და თვისებები მოგვცემს საშუალებას, ვიყოთ წარმატებულები, ადამიანები, ვისაც მართავს წყენა, სიბრაზე და შიში, ამ გადასვლას ცუდად გადაიტანენ. მართალია, სამყარო დაეხმარება, რომ ეს სიხშირე მაქსიმალურად ასწიოს, მაგრამ ყველა ამას ვერ მოერევა.

პანდემიაც არ არის შემთხვევითი. სამყაროში ხდება გადატვირთვა, რომელიც დიდი ხანია დაიწყო. მისი პირველი მაჩვენებელი 2000-იანი წლებიდან ინდიგო ბავშვები შემოვიდნენ, მათ უფრო სუფთა ენერგია აქვთ. 2012 წლის 21 დეკემბერი მეორე ეტაპი იყო, რომელიც ბევრს სამყაროს დასასრული ეგონა, მაგრამ სინამდვილეში პოლუსების ენერგია გადანაწილდა, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებმა შეიცვალეს ადგილმდებარეობა, ამან გამოიწვია ბევრი სახის პრობლემა, რომელიც დღემდე გრძელდება. 2020 წლის 21 დეკემბერს გვექნება ამისი პიკი. დედამიწას გადავყავართ სიხშირის მეხუთე განზომილებაში. გადატვირთვის შემდეგ ჩვენ ძველებურად ვერ ვიცხოვრებთ, წინა პლანზე უნდა წამოიწიოს კეთილშობილებამ, სიყვარულმა და თანაგრძნობის უნარმა. ჩვენ ვნახეთ, რამდენი ადამიანი წაიყვანა პანდემიამ ამ ქვეყნიდან, ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ეს გადასვლა ვერ გადაიტანეს. 21 დეკემბერს შეიძლება ზოგიერთმა იხილოს საოცარი სიზმრები, ზოგს გაეხსნას ნათელხილვის უნარი. მთავარია, არ შეიქმნას პანიკა და მშვიდად უნდა შევხვდეთ ამ თარიღს. შესაძლოა, ზოგმა სხივური ნათება დაინახოს, რომელიც 21 დეკემბერს მოხდება. ამ დღეს მზე გადადის თხის რქის ზოდიაქოში და აღწევს ყველაზე დაბალ წერტილს თავისი განვითარებისა, ხდება ძველი მზის კვდომა და ახლის დაბადება, ამას უწოდებდნენ ნათელის გამარჯვებას ბნელზე და ახალ წელს ამ დღეს აღნიშნავდნენ. 31 დეკემბერს არ აღნიშნავდნენ.

21 დეკემბერს ასევე ხდება ორი დიდი პლანეტის, სატურნისა და იუპიტერის შეერთება, რაც იშვიათი მოვლენაა, ერთმანეთს 20 წელიწადში ერთხელ ხვდებიან, ეს ორი პლანეტა გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში, საიდანაც დაიწყება კაცობრიობის განვითარების ახალი ერა. ახლა ეს ორი პლანეტა ერთმანეთს შეხვდება მერწყულში, ტყუპებში და შემდგომ – სასწორში. ჰაერის სტიქია მოდის წინა პლანზე და იწყება ახალი, 60-წლიანი სატურნისეული განვითარების ციკლი, რაც უნდა უკავშირდებოდეს დემოკრატიული საწყისების განვითარებას, თანასწორუფლებიანობას და ბევრ სასიკეთო ტენდენციას. ადამიანები ძველი გზებით ვეღარ ივლიან. ადამიანები მიდიოდნენ ბოღმის, შურის, წყენის გზით და მთავარი გახდა ფული და არა სხვა რამ.

2021 წელი რთული იქნება, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური კუთხითაც. ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება ჩამოიშალოს, ზოგი ელექტროფულზეც გადავა.

შემდეგი წელიწადი არ არის მსუბუქი, თუმცა არ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც იყო 2020. 2021 წლის მეორე ნახევარი უფრო უკეთესი იქნება და მისცემს ქვეყნებს საშუალებას, იყოს სტაბილურობა პანდემიის და სხვა კუთხით.

2022 წელს ეკონომიკური აღორძინება დაიწყება, თუმცა გადატვირთვა, რომელიც ახლა ხდება, სულიერი და მენტალური, დაახლოებით ოთხი წელი გაგრძელდება და 2025 წელს დასრულდება. იქნება დიდი ბრძოლა გლობალისტებსა და ანტიგლობალისტებს შორის. ახლა ცაზე შეიძლება ითქვას, დიდი დაპირისპირებაა. ბევრი უარყოფითი ენერგიაა. ბოლო ხანს ნაცრისფერ უცხოპლანეტელთა ჯგუფები მართავდნენ ჩვენს სამყაროს და ისინი იწვევდნენ ომებს, მკვლელობებს, ქურდობებსა და სხვა ნეგატივს. ახლა დადგა გადატვირთვის დრო. ახლა მოაწყდნენ ჩვენს მზის სისტემის ზონას ნათელი კოსმიური ენერგიები და იწყება სერიოზული დაპირისპირება შავ და თეთრ ძალებს შორის, რაც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდება 2025 წელს. ჩვენც თუ შევუწყობთ ხელს ნათელი ენერგიის გაზრდას, კარგი იქნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close