ქართველები უცხოეთშიხელოვნება

ემიგრანტი მხატვარი, რომელსაც ევროპა აღიარებდა, სამშობლომ კი სასტიკი მკვლელობის შემდეგ გაიცნო (ვიდეო)

ქართველი მხატვარი, რომელსაც ევროპაში იცნობდნენ და აღიარებდნენ – თამარ მოდებაძე საბერძნეთისა და იტალიის­ გალერეებიდან ხშირად იღებდა შეკვეთებს. მისი ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და მხატვრის გვარი უცხოურ კატალოგებშია შეტანილი.

ხელოვანის ორ ნამუშევარს: „მღელვარე ზღვა“ და „ხუთი განზომილება“ ხელოვნებათმცოდნეებმა განსაკუთრებული შეფასება მისცეს. ის არაერთხელ გამხდარა იტალიელი პოეტისა და მწერლის, დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო – მისი ნახატების მიხედვით პოეტმა ლექსები და თხზულებები დაწერა და ისინი გამოცემულია ალბომში „პოეტური ფიქრები“. პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა. მოდებაძის ნამუშევარი „მისტიკური მზერა“ ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია შეტანილი.

25 დეკემბერს ის 54 წლის გახდებოდა…

მალე თამარ მოდებაძის პერსონალური გამოფენა საქართველოში იგეგმება – მხატვარს ვიდეობლოგში „მედიატორი“ ნაპოლში არსებული ასოციაცია „ნინა და საქართველოს“ დამფუძნებელთან, ნინა ლაფაჩიძესთან ერთად ვიხსენებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close