fbpx
მედიცინამსოფლიო

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ ეთერში ატირდა (ვიდეო)

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი Good Morning Britain-ის პირდაპირ ეთერში ატირდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ვაქცინა მსოფლიოში მეორე ადამიანმა, 81 წლის უილიამ შექსპირმა გაიკეთა. ინფორმაციას The sun-ი ავრცელებს.

მისი თქმით, მძიმე წლის შემდეგ, ვაქცინაციის დაწყებით ამაყობს. „ვამაყობ, რომ ბრიტანელი ვარ“, – აღნიშნა ჰენკოკმა.

ცნობისთვის, 8 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრები 90 წლის მარგარეტ ქენანი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის დაამტკიცა.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close