ჯანმრთელობარჩევები

როგორ დავიბრუნოთ ყნოსვა და გემოს შეგრძნება COVID-19-ის გადატანის შემდეგ

უახლესი კვლევების თანახმად, COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა 88%-მდე ყნოსვას და გემოს შეგრძნებას კარგავს. მათ შორის, ინფიცირებულთა 10%-ს შეგრძნებები კორონავირუსის სხვა სიმპტომების გამოვლენამდე უქვეითდება. უმეტეს ნაწილს (80%), ყნოსვა და გემოს შეგრძნება, თავისთავად, დროთა განმავლობაში უბრუნდება.

COVID-19-ით დაავადებულ ყოველ მეხუთე პაციენტს ყნოსვა სიმპტომების გამოვლენიდან ერთ კვირაში უბრუნდება, პაციენტების ერთ მესამედს – ორ კვირაში, ხოლო დარჩენილ ნაწილს – 2-4 კვირის განმავლობაში.

Hospital Clínic de Barcelona-ს ოტორინოლარინგოლოგიის დოქტორის, ისამ ალობიდის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე მედიკამენტური საშუალება, რომელიც კორონავირუსის დროს პაციენტებს ყნოსვისა და გემოს შეგრძნების აღდგენაში დაეხმარება. მეცნიერის განცხადებით, შეგრძნებების აღდგენის ერთადერთი საშუალება ყნოსვითი ვარჯიშებია.

ვარჯიშის გაკეთება შესაძლებელია მძაფრი სურნელის მქონე პროდუქტების დახმარებით, მაგალითისათვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნა, ნიორი, ყავა და ა.შ. ყნოსვის რეცეპტორების გასააქტიურებლად აუცილებელია ყოველდღიურად 4-5 ძლიერი შესუნთქვა 10 წამის განმავლობაში. ყნოსვითი ვარჯიში უნდა გაკეთდეს დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) მანამ, სანამ პაციენტს შეგრძნებები არ დაუბრუნდება. ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ყნოსვისა და გემოს შეგრძნება არ დაბრუნებიათ, რეკომენდებულია ვარჯიშების სამი თვის განმავლობაში გაგრძელება.

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close