„მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის არ არის ჩვეულებრივი და რიგითი ადამიანი“ – თამრიკო ჭოხონელიძის პირველი გულახდილი ინტერვიუ გია როინიშვილთან შერიგების შემდეგ (ვიდეო)
მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ ყოფილ ქმართან – გია როინიშვილთან შერიგებასა და თავის პირად ცხოვრებაზე ლელა წურწუმიას გადაცემაში გულახდილად ისაუბრა:
„…ჩვენი გზები გაიყო. მერე კი თავისთავად მოხდა, რომ რაღაც პერიოდის მერე მე დავიბრუნე ჩემი თავი. ზუსტად ის ადამიანი ვარ, როგორიც ხალხმა შემიყვარა. სხვანაირად ვერ ვიცხოვრებდი. მივხვდი, რომ ჩემში ქალი დაბრუნდა. არ ვიცი, გიამ რა დაინახა. რადგან ჩემში ეს ყველაფერი დაბრუნდა, მომეცა ასპარეზი, რომ სწორად გადამეხარშა ბევრი რამ. მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის არ არის ჩვეულებრივი და რიგითი ადამიანი და ეს თავისთავად მოხდა, ნელ-ნელა დავუბრუნდით ერთმანეთს. იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა და გავაწბილო, ვინც ამ სისულელეს ფიქრობს და სხვათა შორის წერს, ასე როგორ უნდა დაპარატავდე, რომ ამას პოლიტიკას მიაწერდე. რა შუაშია პოლიტიკა საერთოდ?! სირცხვილია. …
ალბათ გული დასწყდებათ ამაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ მე და გია ბევრად ადრე დავუბრუნდით ერთმანეთს, ვიდრე პოლიტიკური შეხედულებებით დავახლოვდებოდით“, – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
კომენტარები