მედიცინაპოლიტიკაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იანვარში დაიწყება

საბერძნეთის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციისთვის ემზადება.

დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დაისტანციური თათბირი გამართა ჯანდაცვის მინისტრთან და ვაქცინაციის პროგრამაზე მომუშავე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან. განიხილეს ორგანიზაციული საკითხები.

პრემიერმა ხაზი გაუსვა მოქალაქეებისათვის ვაქცინაციის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას.

გადაწყვეტილია, რომ ვაქცინაცია მომავალი წლის იანვარში დაიწყება.

ასეთი სახის თათბირები რეგულარულად გაიმართება, რათა მთავრობამ ვაქცინაციის ორგანიზებულად განხორციელება შეძლოს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close