საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: შეზღუდვების წესების დაუცველობის გამო ყოველდღიურად ათასობით მოქალაქე ჯარიმდება

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, 4 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით 49 ათასზე მეტი მოქალაქე შეამოწმეს და დაწესებული შეზღუდვების იგნორირების გამო 1423 მოქალაქე დაჯარიმდა.

საგულისხმოა, რომ მკაცრი ზომები განხორციელდა ათენის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც 6211 მოქალაქე შეამოწმეს.

ყველაზე მეტი, 1011 მოქალაქე დაჯარიმდა დაუსაბუთებელი გადაადგილების გამო. ჯარიმამ თითოეულ შემთხვევაზე 300 ევრო შეადგინა.

აღნიშნული მიზეზით, შეზღუდვების დაწესების დღიდან, 7 ნოემბრიდან დაჯარიმებულია ჯამში 33 ათასზე მეტი ადამიანი. ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის წესის დარღვევის გამო დაჯარიმებულთა საერთო რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა. ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 150-იდან 300-ევრომდე მერყეობს.

საპოლიციო კონტროლი შეზღუდვების გაუქმებამდე გაგრძელდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close