საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე მეორე კოვიდ-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. იგი ათენის ევანგელიზმოს საავადმყოფოში ოთხშაბათს, დილის 8 საათზე მოათავსეს. მედიის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსს მსუბუქი რესპირატორული სიმპტომები აქვს, თუმცა მისი ასაკიდან (82 წ.) გამომდინარე, ექიმები მაინც ფრთხილობენ. 

ეკლესიის მეთაურს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი დაუკავშირდა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

5 დღის წინ მთავარეპისკოპოსი იერონიმე თავის ოფისში პრემიერ მიცოტაკისს შეხვდა. კირიაკოს მიცოტაკისმა ეკლესიის მეთაურს გააცნო ინფორმაცია საბერძნეთში პანდემიის მიმდინარეობისა და მასთან საბრძოლველად მთავრობის მიერ მიღებული ზომების შესახებ. შეხვედრისას მთავარი საკითხი იყო მორწმუნეთათვის ეკლესიების გახსნა შობის დღესასწაულზე.

საბერძნეთის საზოგადოება ამასთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსის და ჯანდაცვის ორგანოების ოფიციალურ განცხადებას ელოდება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close