newsსაბერძნეთისაქართველო

ბერძნულმა ჟურნალმა MARITIM ECONOMIES-მა საქართველოს სპეციალური ნომერი მიუძღვნა

2020 წლის 18 ნოემბერს ბერძნულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Maritime Economies-მა საქართველოს სპეციალური ნომერი მიუძღვნა. ინფორმაციას საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. 

საელჩოს ცნობით, 17-გვერდიან გამოცემაში დაბეჭდილია სტატიები საქართველოს ისტორიაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და ტრანსპორტზე. აღსანიშნავია, რომ ჟურნალში გამოქვეყნებულია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, დავით დონდუას მისასალმებელი სიტყვა. ელჩი საუბრობს როგორც საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ისე სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის შეფასებებზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close