საზოგადოებასაქართველო

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადავარდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადავარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა 11 ნოემბერს 19:00 საათზე მოხდა. „73 წლის კაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა.

შემთხვვეის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.

ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close