მედიცინამსოფლიო

ადამიანები, რომლებმაც COVID-19-ის პირველი წარმატებული ვაქცინა შექმნეს – თურქული წარმოშობის ცოლ-ქმრის საოცარი გერმანული ამბავი

როდესაც გერმანულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია BioNTech-მა ქალაქ მაინცში, გოლდგრუბეს ქუჩაზე (ნიშნავს ოქროს მაღაროს) სათავო ოფისი გახსნა, მისი მფლობელი წყვილი ვერც წარმოიდგენდა, რამდენად წინასწარმეტყველური იქნებოდა ეს მისამართი.

კომპანიის აქციების ფასი 23,4 პროცენტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა COVID-19-ის ახალი ვაქცინის წარმატების შესახებ, რომელიც მან ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-თან ერთად შექმნა. ეს ვაქცინა მსოფლიოში პირველია, რომელმაც კლინიკური ცდების საბოლოო და გადამწყვეტ, მე-3 ფაზაში დადებითი შედეგები აჩვენა.

BioNTech-ის მთლიანი ფასი ახლა 21,9 მილიარდი აშშ დოლარია, ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე გერმანიის ეროვნული ავიაკომპანია Lufthansa; ეს კი ნამდვილი ტრიუმფია კომპანიისთვის, რომელიც აშშ-ის საფონდო ბაზარზე პირველად შარშან გამოჩნდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close