მსოფლიოპოლიტიკა

„ABC ნიუსის“ ეთერში ჯორჯიის შტატში არჩევნებზე საუბრისას თბილისში გახსნილი უბანი აჩვენეს

ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ის ეთერში ჯორჯიის შტატში ხმების დათვლის თემაზე ჩართვის დროს ჟურნალისტებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისში, 55-ე სკოლაში გახსნილი უბნის ფოტო შეცდომით გამოიყენეს. ფოტო ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გახსნილი უბნების ფოტომასალასთან ერთად იყო წარმოდგენილი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში მიმდინარე ამბის ამსახველი ფოტო შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში მიმდინარე პროცესის გაშუქებისას ერევათ. უფრო ადრე, 27 აპრილს ამერიკულმა საკაბელო არხმა FOX News-მა მარნეულის პროტესტი გააშუქა, როგორც აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მიმდინარე აქცია.

წყარო: რადიო თავისუფლება

შეგახსენებთ, რომ ჯორჯიის შტატი ერთ-ერთი გადამწყვეტია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესში. ჯორჯიაში, წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინიმალური სხვაობით უსწრებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენს.

მსგავს თემაზე: „ფოქს ნიუსმა“ მარნეული ჯორჯიის შტატს მიაკუთვნა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close