პოლიტიკასაქართველო
გიორგი გახარიას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, რადგან წინა დღეებში მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა. გუშინ კი პრემიერის დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს დაუდასტურდა ინფექცია.
კომენტარები