საზოგადოებასაქართველო

მოქალაქეები შეძლებენ, სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრით გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა

ყველა მოქალაქეს შეეძლება, სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი უმოკლეს ვადაში დასრულდება.

„ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე. განსაკუთებით ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არა მხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზრუნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. აქედან გამომდინარე, ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ეს არავის აუკრძალავს. პირიქით, უფრო მეტიც. ვგეგმავთ, ჩვენი ბაზების მეშვეობით დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე, თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა დღემდე და სახელმწიფო უნაზღაურებდა ამ ექიმს ამ ადამიანისთვის გასაწევ მომსახურებას.

ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს გავაცნობთ ოჯახის ექიმებს და შესაბამისად, გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ნომრებს. უმოკლეს ვადებში, მათთან შეთანხმებით, ჩვენ ამას გავასაჯაროებთ. სავარაუდოდ, საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის მისი ოჯახის ექიმი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღეიდან კორონავირუსის მართვაში სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან.

„ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იხდიან თავიანთ დაზღვევაში. შესაბამისად, ეს ვალდებულება ყველა სადაზღვევოს და ყველ იმ ოჯახის ექიმს გააჩნია, ვინც ამ პროგრამაში არის ჩართული“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 401 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370.

დღეს გამოვლენილი 1872 შემთხვევიდან თბილისში არის 913, აჭარაში – 296, იმერეთში – 337, ქვემო ქართლში – 89, შიდა ქართლში – 54, გურიაში – 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 90, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 215-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close