არტისტი

„ყველა ჩემზე გიჟდებოდა, მე კი საკუთარი თავი მახინჯი მეგონა… ახლა „ბეზპრიძელი“ ვარ“ – ია ფარულავა (ვიდეო)

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა 53 წლისაა და ასაკს არ მალავს. გადაცემა „პროფილში“ სტუმრობისას ია ამბობს, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაშია და თავს ძალიან კარგად გრძნობს.

იამ ახალგაზრდობის წლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ როდესაც მის სილამაზეს ყველა აღნიშნავდა, მას საკუთარი თავი მახინჯი ეგონა. თვითშეფასების დაქვეითების ერთ-ერთ მიზეზად კი პირველ ქმართან ცხოვრების პერიოდს ასახელებს.

„ახალა 53 წლის ვარ და საოცრად ჰარმონიული ვარ ჩემს თავთან. დავდივარ მედიტაციაზე და ვზრდი ჩემს შინაგან ბავშვს, ახლა გაცილებით მომწონს ჩემი თავი, ვიდრე მაშინ, თეატრალურში რომ დავდიოდი და ყველა ჩემზე გიჟდებოდა. იმ პერიოდში დაკომპლექსებულიც ვიყავი, ჩემი პირველი ქმრისგან. მოყოლილიც მაქვს ეს… სულ ვჩხუბობდით და ცემა-ტყეპა გვქონდა გამართული ერთმანეთთან. ახლა კი სულ სხვანაირი ვარ. სხვათა შორის, ბავშობაში ბიჭური გოგო ვიყავი, ახტაჯანა, ახლა „ბეზპრიძელი“ ვარ“, – ამბობს ია ფარულავა.

მსახიობის თქმით, მისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული საკუთარი თავია. საყვარელი მამაკაცები კი გარკვეული პერიოდის შემდეგ მეორეხარისხოვნები ხდებიან.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული მე თვითონ ვარ. ვიღაცა მიყვარდა, ვგიჟდებოდი, განცდებში ვარ, „ვიბრიდები“ და 3 წლის შემდეგ აღარც მახსოვს. ჩემი ყოფილი ქმრების რიგითობასაც ვერ ვიმახსოვრებ, სულ მერევა და ვხვდები, ისინი ჩემთვის სულ ერთი არიან. საერთოდ სხვანირი გავხდი, ადრე ვნერვიულობდი ყველაფერზე. ახლა პირიქით, არაფერი მადარდებს“, – ამბობს ია ფარულავა გადაცემაში „პროფილი“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close