ესპანეთის სასამართლომ იტალიური მაფიის მეთაური შეცდომით გაათავისუფლა. ამის შესახებ El Pais-ი წერს.
2018 წლის ოქტომბერში იტალიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა იტალიური მაფიის და შეიარაღებული დაჯგუფების ხელმძღვანელის, ვიტორიო რასოს საქმის გამოძიება დაიწყეს. მას სამართალდამცველები გამოძალვის ორი ფაქტის გამო ეძებდნენ. კერძოდ, მაფია გასცემდა მსხვილ სესხებს (40-50 ათასი ევრო 10%-ად), შემდეგ კი ფულის ამოღებას სასტიკი მეთოდებით ცდილობდა.
პოლიციამ ვიტორიო რასოს კვალი ესპანეთში, კოსტა დელ სოლის რეგიონში აღმოაჩინა, მოგვიანებით კი ბარსელონაში დააკავა. შემდეგ ესპანეთის სასამართლომ მას გამოძალვის ორი ფაქტის გამო ჯარიმა დააკისრა. რასომ ფული გადაიხადა და ციხე დატოვა. საკნიდან გასვლის დროს იტალიელმა სამართალდამცველებმა ესპანეთის სასამართლოს რასოს შესახებ ნარკოტიკების საქმეზე ახალი მტკიცებულებები გადაუგზავნეს. სასამართლომ კვლავ გასცა იტალიური მაფიის მეთაურის დაკავების ორდერი.
ახალი მტკიცებულებებით რასოს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას ესპანეთის პოლიცია 13 ოქტომბრიდან ეძებს.
imedinews.ge
კომენტარები