ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

როგორ დახვდნენ ათენში ემიგრანტები მიხეილ სააკაშვილს და რა შემოუთვალა ექსპრეზიდენტმა ივანიშვილს (ვიდეო)

დღეს, 11 ოქტომბერს ათენში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ემიგრანტების თქმით, სააკაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ისმოდა ასეთი შეძახილებიც – „წადი აქედან, გააგდეთ“, „თვალები უნდა დაგეთხაროთ, ვინც მიშასთან ხართ მოსულები!“

ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. პოლიციამ დაპირისპირების დროს ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ათენში ჩასვლამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საბერძნეთის დედაქალაქში მას ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დახვდებოდნენ, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას აპირებენ.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ე. წ. კანონიერ ქურდს ლაშა შუშანაშვილს დაქირავებული ჰყავდა 200-მდე პროვოკატორი, რომლებიც შეხვედრას ჩაშლიდნენ. აგრეთვე, ვინც სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდებოდა, „ქურდად მონათლავდნენ“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ათენში ემიგრანტებთან შეხვედრამდე მომხდარ ინციდენტს მოგვიანებით გამოეხმაურა. სააკაშვილი ამბობს, რომ ძალადობის გარდა „ოცნებას“ არაფერი დარჩენია.

„იყო მართლა უმაგრესი შეხვედრა, ათასობით ადამიანი გულანთებული და ამ ფონზე რამდენიმე მაიმახი, სხვა სიტყვა არ მაქვს, ნიღბებში ქურდულად მოგვეპარა უკნიდან და სცადა თავდასხმა. ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ საბერძნეთის სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რამდენიმე ქალბატონი დაზარალდა. მაგრამ მინდა ვუთხრა ივანიშვილს და კალას, ამის გარდა აღარაფერი აღარ დაგრჩათ ხომ? – ესეც, რომ არ გიშველით თუ იცით? საქმე იმაშია, რომ გუშინდელი დღიდან, გუშინ ჯერ ქურდმა ამბროლაძემ დაურეკა ორგანიზატორებს და დღეს უკვე შუშანაშვილის ადვოკატები რეკავენ და იძახიან, რომ არ აპირებდნენ ივანიშვილის დავალების შესრულებას და ისინი არ ყოფილან. ბიძინიე, ქურდებმაც კი მიგატოვეს და გიღალატეს… გნახავ მალე თბილისში“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close