ჰოროსკოპი

რომელი ფერის სამოსი გაგიხსნით ბედნიერების კოდს?

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, აუცილებელია, ხშირად ჩაიცვათ იმ ფერის ტანსაცმელი, რომელიც ბედნიერების კოდს გაგიხსნით.

ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ვერძი – მუქი ვარდისფერი, წითელი, ოქროსფერი, ღია ყვითელი, ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა, ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ.

ლომი – ყავისფერი, მუქი ყვითელი, ოქროსფერი, მუქი ნარინჯისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროს და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ და დამაჯერებლობას მატებენ მათ.

მშვილდოსანი – ცისფრის და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები იდუმალებას აღძრავს და მსგავსი სიტუაციების გამორკვევას აიძულებს.

მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

კურო – ღია მწვანე, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი ფერის ტონები. აღნიშნული ფერები განაპირობებენ მათ პოზიტიურ განწყობას.

ქალწული – თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ამ ფერების მეშვეობით მუდამ აკონტროლებენ საკუთარ თავს.

თხის რქა – ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფრიდან, დამთავრებული შავით. ეს ფერთა გამა მათში კონსერვატიულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს ქმნის.

ჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ტყუპები – იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. ეს ფერთა გამა ოპტიმიზმს აღვივებს და დამაჯერებლობას მატებთ მათ.

სასწორი – ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. აღნიშნული ფერები მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებენ, ხაზს უსვამენ მათ პიკანტურ ხასიათს.

მერწყული – თეთრი, ყვითელი, ცისფერი. ეს ფერები ხაზს უსვამენ მერწყულების სათუთ შინაგან სამყაროს.

წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

კირჩხიბი – თეთრი, ვერცხლისფერი, ცისფერი,ლურჯი და მწვანე. ეს ფერები მათ ეხმარებიან ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ ენერგიით.

მორიელი – მუქი წითელი, მუქი ვარდისფერი და ყვითელი. ეს ფერები ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს და ამ ფერების საშუალებით ისინი ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან.

თევზები – ცისფერი, იასამნისფერი, მწვანე, მუქი ვარდისფერი, წითელი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებენ და მათ რეალობაში აბრუნებენ.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close