კრიმინალისაქართველო

ჩვენებებით დასტურდება, რომ შაქარაშვილი მოკლეს, მას მდინარის ნაპირამდე ჩაყვნენ – პროკურორი

დღეს 19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ შაქარაშვილი მოკლეს, მას მდინარის ნაპირამდე ჩაყვნენ.

როგორც იგი ამბობს, „ქამრი“ ადგილზე 13 წუთი იყო გაჩერებული, რაც საკმარისია მკვლელობის ჩასადენად. ამის შესახებ მან პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს არსებითი განხილვა იწყება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დასტურდება, რომ შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ბრალდებულები მისდევდნენ გიორგის და სხვა პირებს, „ქამრი“ 13 წუთი იყო იქ და საკმარისი დრო ჰქონდათ, განეხორციელებინათ მკვლელობა.

არიან მოწმეები და დასტურდება, რომ ის მოკლეს. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა მრავლობით დაზიანებებზე, შემდეგ წყალში დახრჩობით არის გარდაცვლილი. მივდივართ იქამდე, რომ ეს პირები ჩაყვნენ მდინარის ნაპირამდე და გადააგდეს მდინარეში. მათ შორისაა გურის ჩვენება და სხვა მოწმეების. მათ დაინახეს, რომ შაქარაშვილს მისდევდნენ“, – აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს გარდაცვლილი.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახორციელებდა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close