newsსაზოგადოება

პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც შიდსისგან განიკურნა, კიბოსგან გარდაიცვალა

იგი ცნობილი იყო, როგორც „ბერლინელი პაციენტი“

პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც შიდსისგან განიკურნა 2008 წელს, ამერიკელი ტიმოთი რეი ბრუნი (Timothy Ray Brown), კიბოსგან გარდაიცვალა

ამის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა და განმარტა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ტიმოთიმ ლეიკემიის რეციდივი  გადაიტანა, რომელმაც განსაკუთრებით მისი ტვინი დააზიანა, თუმცა მან აივ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი შეინარჩუნა.

54 წლის რეი ბრაუნმა დაავადება შიდსის გამომწვევი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა. 1995 წელს იგი ბერლინში ცხოვრობდა, როდესაც შეიტყო, რომ აივ-ით არის ინფიცირებული. 2006 წელს კი მას ლეიკემიის დიაგოზი დაუსვეს. პაციენტი რომ განეკურნა, მისმა ექიმმა ბერლინის უნივერსიტეტიდან დონორის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცის მიმართა. დონორს იშვიათი გეეტიკური მუტაცია ჰქონდა, რომელმაც მას აივ-ის მიმართ ბუნებრივი მდგრადობა შესძინა. 2 გადანერგვის შემდეგ, 2008 წელს ბრაუნი ორივე დაავადებისგან განიკურნა.

თავიდან იგი ანონიმურობას ინარჩუნებდა და მას მოიხსენიებდნენ, როგორც „ბერლინელ პაციენტს“, 2010 წელს კი დათანხმდა, რომ საჯაროდ გაემჯღავნებინა თავისი სახელი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close