ჰოროსკოპი

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

ასტროლოგები აცხადებენ, რომ ადამიანთა თვისებები უკვე დაბადებისთანავე განსაზღვრულია და არა მარტო ზოდიაქოს ნიშნის, არამედ სტიქიის მიხედვითაც. 

ცეცხლის სტიქიის ნიშნებს შორის ყველზე ძლიერად ისინი მშვილდოსანს ასახელებენ. მშვილდოსანმა ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან და როგორ მიაღწიოს სასურველ მიზანს. ამასთან, ეს ნიშანი ემოციურადაც ძლიერია. მშვილდოსანი იშვიათად ექცევა პროვოკაციის გავლენის ქვეშ, ხოლო სიძნელეები მას კი არ თრგუნავს, პირიქით, ძალას და თავდაჯერებას მატებს. ყველა პრობლემას ის მშვიდად ხვდება. ამ ნიშნის წარმომადგენელთა ძალა ოპტიმიზმშია და იმის უნარში, რომ გონივრულად შეაფასონ სიტუაცია.

მიწის სტიქიის ნიშნებს შორის ყველაზე ძლიერი თხის რქაა. მას უზარმაზარი ნებისყოფა აქვს. იგი მიზანს ისახავს და შეუპოვრად მიიწევს მის მისაღწევად. ასტროლოგები აცხადებენ, რომ თხის რქების შეუპოვრობა და თანმიმდევრულობა ნამდვილად შესაშურია.

ჰაერის სტიქიის ნიშნებს შორის ყველაზე მძლავრად მერწყული მიიჩნევა. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყურების ჩამოყრა დამახასიათებელი არ არის. მერწყული ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს თავისი ინტუიციის წყალობით. ამასთან, იგი ოპტიმისტურად უყურებს გარემომცველ სამყაროს და ჰარმონიისკენ ისწრაფვის.

წყლის სტიქიის წარმომადგენელთა შორის კი ყველაზე ძლიერი თევზებია. ასტროლოგების თქმით, სულის სიმტკიცით თევზები არა მარტო წყლის სტიქიის, არამედ ყველა ზოდიაქოს ნიშანს შორის ყველაზე ძლიერია. თევზებს შეუძლიათ ღრუბლებში იფრინონ და მიუწვდომელზე იოცნებონ, თუმცა არასდროს გაუშვებენ ხელიდან შესაძლებლობას, რომ სიტუაციით ისარგებლონ და ჩანაფიქრს მიაღწიონ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მოთმინებით ხვდებიან ყველა პრობლემას და თავის დროს ელოდებიან. სიძლიერეს კი ამ ნიშანს სიყვარულის, იმედის და რწმენის უნარი აძლევს.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close